გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს მთავრობის მეთაური ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, იან ჰამაჩეკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხს. საქართველოს დელეგაციამ ინფორმაცია მიაწოდა ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის” განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები