სასამართლომ გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოუხსნა

სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოუხსნეს. ასევე უნდა გაუქმდეს ყადაღა დედაქალაქის ყოფილი მერის საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
პროკურორი გირაოს შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდების წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ ბინა, რომელიც გირაოსთვის ბანკში ჩაიდო, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს.
პროცესზე გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. მას სურდა, საქმეს მტკიცებულებად დართვოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან. თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გიგი უგულავას საქმეზე პროცესი დასრულდა და პირველ მარტს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები