“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო „მრეწველებისა“ და რესპუბლიკელების“ დაპირისპირებაზე იმსჯელებს
ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერს კახა კალაძეს მიაჩნია, რომ „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის არსებული დაპირისპირების განხილვა პოლიტსაბჭოზე უნდა მოხდეს.
მისი თქმით, ეს თემა უნდა დალაგდეს, გადაწყდეს თვითონ გუნდში.
„რაც შეეხება ზოგადად, „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის არსებულ დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როცა ეს თემა სააშკარაოდ გამოდის. მიმაჩნია, რომ ეს თემა უნდა დალაგდეს, გადაწყდეს თვითონ გუნდში, პოლიტსაბჭოზე უნდა მოხდეს ამის განხილვა. უახლოეს დღეებში, ალბათ, პოლიტსაბჭო შეიკრიბება და ამ მიმართულებითაც გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.