კახა კალაძე: “გაზპრომთან” დაკავშირებით, ალბათ, რამდენიმე დღეში ცნობილი იქნება ყველაფერი
უახლოეს მომავალში, “გაზპრომთან” დაკავშირებით, ალბათ, რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება ყველაფერი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 28-29 თებერვალს აზერბაიჯანში „სოკარის“ ხელმძღვანელობას შეხვდება.
„კონკრეტიკა ჯერ არაფერია. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, ალბათ, რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება ყველაფერი. მე 28-29-ში მაქვს ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც შევხვდები „სოკარის“ ხელმძღვანელობას. ასევე, გვექნება შეხვედრა კონსორციუმთან, ჩვენ ფაქტობრივად ვმუშაობთ, რომ მოვახერხოთ და შესაძლებელი იყოს შაჰდენიზის მესამე ფაზაში დამატებითი მოცულობების წამოღება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და, ვფიქრობთ, ალბათ, დამატებით შეთანხმებას მივაღწევთ და ამის შემდეგ გვექნება სურათი, როგორ დავასრულებთ მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“, – განაცხადა კალაძემ.