მეცნიერები – პლუტონის თანამგზავრის სიღრმეში უწინ ოკეანე არსებობდა

პლუტონის თანამგზავრ ხარონის ზედაპირის ქვეშ ერთ დროს ოკეანე არსებობდა. ეს დასკვნა ასტრონომებმა კოსმოსური აპარატის, New Horizons-იდან მიღებული ფოტოების მიხედვით გამოიტანეს. მათი ვარაუდით, ოკეანე დიდი ხნის წინ გაიყინა, რამაც თანამგზავრის ზედაპირზე ბზარები და ორმოები შექმნა.
ტექტონიკური ბზარები ხშირად სიღრმეში 6 კილომეტრს აღემატება. ხარონის ზედაპირი, ძირითადად, ყინულისგან შედგება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „ახალგაზრდობაში“ ეს კოსმოსური ობიექტი საკმაოდ თბილი იყო და ამან ყინული ს დნობა და სირღმეში ოკეანის ფორმირება გამოიწვია. მოგვიანებით ხარონი გაცივდა, ოკეანე გაიყინა და გაფართოვდა, რამაც ზედაპირზე ბზარებისა და დიდი ორმოები შექმნა, რაც კოსმოსურმა აპარატმა დააფიქსირა. პლუტონის თანამგზავრის კანიონების სისტემა მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ის სიგრძეში 1800 და სიღმეში 7 კილომეტრს აღწევს.
შედარებისთვის, აშშ-ის დიდი კანიონის სიგრძე 446 კილომეტრია, ხოლო სიღრმე – 1.5 კილომეტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები