პროკურატურაში მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით გადამზადების პროცესი დასრულდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ყველა პროკურორისა და გამომძიებლის გადამზადების პროცესი დასრულდა.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრენინგებში ჩართული იყვნენ როგორც რიგითი, ისე მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული პირები. მომზადდა რეკომენდაცია და გამოკითხვის/დაკითხვის მეთოდოლოგია, რომელიც პრატქიკაში კანონმდებლობის სწორ ინპლემენტაციას ისახავს მიზნად.
პროკურორთა და სისტემის გამომძიებელთა გადამზადების პირველი ეტაპი სამართლებრივ საკითხებს მოიცავდა. პროკურატურა ეტაპობრივად გეგმავს თანამშრომელთა ინტენსიურ გადამზადებას მოწმეთა გამოკითხვა/დაკითხვის მეთოდოლოგიაში, მათთან ურთიერთობის ფსიქოლოგიაში.
ასევე, საქართველოს პროკურატურაში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა პროკურატურის, სასამართლო და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც ერთგვარი პრაქტიკის დანერგვას ისახავს მიზნად.
აღნიშნული ფორმატით შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს პრაქტიკაში წარმოქმნილი სირთულეების დროულად იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას.
ამასთან, პროკურორთა მონაწილეობით და სხვა უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით, ამ მიმართულებით ჩატარდება მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია. დაგეგმილი ღონისძიებები პრაქტიკაში საკანონმდებლო ცვლილებების წარმატებით დანერგვისა და გამოძიების ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები