ნინო გვენეტაძე: სასამართლო მზად არის, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ასამოქმედებლად
23 თებერვალს, ბულაჩაურის ქუჩაზე გაიხსნება ის ნაწილი, სადაც მოხდება მოწმეთა დაკითხვა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო მზად არის მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ასამოქმედებლად.
“დღეს კიდევ ერთხელ გავიარეთ მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებული საკითხები. 23 თებერვალს, ბულაჩაურის ქუჩაზე გაიხსნება ის ნაწილი, სადაც მოხდება მოწმეთა დაკითხვა როგორც საკადრო, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. სასამართლო მზად არის მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ასამოქმედებლად. რა პრობლემებიც გამოიკვეთება, ამაზეც გვექნება მყისიერი რეაგირება”, – განაცხადა გვენეტაძემ.