მაგდა პაპიძეს ხათუნა ჩხაიძე აღარ დაიცავს

მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის ინტერესებს ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე აღარ დაიცავს.
როგორც „კვირას“ ჩხაიძემ განუცხადა, იგი ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატის სტატუსით იცავდა. მისი თქმით, ბრალდებულის ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, მაგდა პაპიძის ინტერესებს კერძო ადვოკატები დაიცავენ.
„მე მაგდა პაპიძის ინტერესებს ვიცავდი წინასწარ გამოძიებაში, მე ვიყავი მისი სახაზინო ადვოკატი, ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ კერძო ადვოკატები დაექირავებინათ. როგორც მახსოვს, ბრალდებულს ორი ადვოკატი იცავს“, – აღნიშნა ხათუნა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ მაგდა პაპიძის საქმეზე მტკიცებულებები გამოაქვეყნა.
გამოძიების ცნობით, 2015 წლის 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძე ბრალდებულის სახით დააკავეს მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის გამო. ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის – უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე, ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი – 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები