„ურო, პარკები… ტანსაცმელი გავუმზადო ორივეს“ – რა გეგმას წერდა მაგდა პაპიძე დღიურში

მთავარი პროკურატურა ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას – დღიურში ჩანაწერს აქვეყნებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პაპიძის დღიურში არსებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ბრალდებულს მეუღლისა და შვილის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
“ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს გამოძიების მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებული მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი, რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ.

დღიურში მაგდა პაპიძეს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი: 
“ურო (ნაჭრით გახვეული),
პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული
პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად.
წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი
ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ.
ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი
დიდი პარკები”.

ხსენებული ჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს, რომ მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა, თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

dgiurischanaceri

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები