პროკურატურაში საკადრო ცვლილებები დაიწყო

მთავარი პროკურატურის სისტემაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, პროკურატურაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მომავალ კვირას, გაავრცელებენ.
“გიდასტურებთ, რომ შიდა საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს, თუმცა ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს გავავრცელებთ. არცერთი პროკურორი სახლში არ გაგვიშვია. საუბარია საკადრო გადაადგილებაზე”, – აღნიშნავენ პროკურატურაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი გიზო უბილავა და ფოთის რაიონული პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები