ქობულეთში მამამ 4 წლის შვილზე იძალადა
ამ წუთებში, 4 წლის ბავშვის მამა, რომელმაც შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქობულეთის შს სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.
შემთხვევა ქობულეთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სასტიკად ნაცემია. მცირეწლოვანის მამა სოციალურ მუშაკთან და სამართალდამცავებთან ერთად ბათუმის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჰყავთ გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვს სისხლჩაქცევა ორივე ბარძაყზე და თავის მიდამოებში აღენიშნებოდა. მომხდართან დაკავშირებით „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მორე ნაწილით დაიწყო, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.