შსს-მ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – ბრალდებული დაკავებულია

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა ბ-მ თელავში, თბილისის გზატკეცილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებულ დავით მ-ს და 1985 წელს დაბადებულ ჯიმშერ ჯ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე განაგრძობენ მკურნალობას. სამართალდამცველებმა შალვა ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ყვარელში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები