სოფელ ზეინდარში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც “კვირას” დეპარტამენტიდან აცნობეს, ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში, მდინარე რიონზე მოქალაქე თევზაობდა ხელნაკეთი ელექტროშოკური თევზსაჭერი მოწყობილობით. სამართალდამრღვევს დაჭერილი ჰყავდა სხვადასხვა სახეობის თევზი. სამმართველოს თანამშრომლებმა ოქმი შეადგინეს და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს გადაუგზავნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები