თელავში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თელავში, თბილისის გზატკეცილზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილე პირები ერთმანეთს ქეიფის დროს დაუპირისპირდნენ.
ორივე დაზარალებული თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები