გიორგი გოგაძე: ე.წ. შეწყალების საქმე გამოძიების ბოლო ეტაპზეა

ე.წ. შეწყალების საქმე გამოძიების ბოლო ეტაპზეა და ძალიან მალე გაიგებთ, თუ რა დადგინდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ განაცხადა.
როგორც გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სანამ გამოძიება არ დასრულდება, დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
“ეს საქმე გამოძიების ბოლო ეტაპზეა და ძალიან მალე გაიგებთ, თუ რა დადგინდება. სანამ გამოძიება არ დასრულდება, რამის თქმა არასერიოზული იქნება”, – განაცხადა გოგაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და დეპუტატები 2012 წლის 28 დეკემბერს “ამინისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებს შეხვდებიან. შეხვედრაზე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილიცაა მიწვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები