რას აცხადებს სამეგრელოში, 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ბრალდებული აცხადებს, ბრალი დაკავებისას ემოციურ ფონზე აღიარა, დანაშაული კი არ ჩაუდენია. პროცესის ბოლოს დავით ბეჭვაიამ განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა სამი პირის მკვლელობში ბრალდებული 12 თებერვალს დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერას უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩ-ს, 1984 წელს დაბადებულ გიორგი ფ-ს, 1964 წელს დაბადებულ მერაბ ა-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ზუგდიდში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები