აშშ-ის მალჰირის ეროვნული ნაკრძალის შენობაში მყოფი შეიარაღებული პირები უშიშროების ძალებს ჩაბარდნენ

აშშ-ის ორეგონის შტატში მდებარე მალჰირის ეროვნული ნაკრძალის ადმინისტარციულ შენობაში მყოფი შეიარაღებული პირები FBI-ის თანამშრომლებს ჩაბარდნენ.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, თავდაპირველად შენობიდან სამი პირი გამოვიდა, რომლებიც გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებს ჩაბარდნენ. შენობაში დარჩენილი მეოთხე პირი თვითმკვლელობით იმუქრებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ისიც სამართალდამცველებს ჩაბარდა. შეიარაღებულმა პირებმა ეს შენობა მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში დაიკავეს. ამის მიზეზი ფედერალურ მთავრობასთან მიწის ნაკვეთების გამო დიდი ხნის დავა იყო. პროტესტის ლიდერი – 40 წლის ამონ ბანდი და მისი რამდნიმე მომხრე პოლიციამ 27 იანვარს დააკავა. ამ ოპერაციის დროს ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები