WHO-ს ინფორმაციით, „ზიკას“ ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გამოცდა წელიწად-ნახევარში დაიწყება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად „ზიკას“ ვირუსის წინააღმდეგ რამდენიმე ვაქცინის შექმნა მიმდინარეობს, მაგრამ მათი გამოცდა წელიწად-ნახევრის შემდეგ მოხდება.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. WHO-ს ხელმძღვანელის უფროსის მოადილემ, მარი-პოლ კინიმ განაცხადა, რომ ვაქცინის შექმნაში 15 ფარმაცევტული კომპანია მონაწილეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ „ზიკას“ ვირუსის მიერ ახალშობილებში მიკროცეფალიის დაავადების გამოწვევა ეჭვს აღარ იწვევს. ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრის მარსელო კასტროს თქმით, „ზიკას“ ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა დაახლოებით ერთ წელიწადში შეიქმნება. ამ ქვეყანაში „ზიკას“ ციებ-ცხელებით დაავადებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა.