მოსკოვს, პეტერბურგსა და ვოლგოგრადს კიევი დაძმობილებულ ქალაქებად აღარ მიიჩნევს

კიევის საქალაქო რადამ რუსეთის 6 ქალაქთან და რეგიონთან დაძმობილებული ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამას საქალაქო საბჭოს 97-მა წევრმა მხარი დაუჭირა.
„კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, კიევის დაძმობილებული ქალაქების სიიდან ამოღებულია მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ვოლგოგორადი, ულან-უდე, ასევე მახაჭყალა და კომის რესპუბლიკა“,- აცხადებენ კიევის საქალაქო საბჭოს პრესსამსახურში.
დეპუტატებმა კიევის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ ორგანოს რუსეთის სხვადასხვა რეგიონთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების შეთანხმების, მემორანდუმის, ოქმის და სხვა ტიპის საბუთის შეჩერება მოსთხოვეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე უკრაინის ქალაქ ხმელნიცკის ხელისუფლებამ რუსეთის ორ ქალაქთან – ივანოვოსთან და ტვერთან პარტნიორული ურთიერთობების გაწვეტის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები