უფლებადამცველები ინდონეზიას გეისტიკერების აკრძალვისთვის აკრიტიკებენ

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა მოუწიდა ინდონეზიის პრეზიდენტს ჯოკო ვიდოდოს, გეების და ლესბოსელების უფლებები დაიცვას.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მესენჯერ Line-ს ერთსქესიანთა წყვილების შესახებ სტიკერების წაშლა მოსთხოვეს.
„პრეზიდენტმა ვიდოდომ სახელმწიფოს მაღალჩინოსნების მხრიდან ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები უნდა დაგმოს, ვიდრე ამ რიტორიკამ სხვა დარღვევები არ გამოიწვია. პრეზიდენტი ყოველთვის მხარს უჭერდა პლურალიზმს და განსხვავებული აზრის პატივისცემას“, – აცხადებენ Human Rights Watch-ის წარმომადგენლები.
ოფიციალურად ჰომოსექსუალიზმი ინდონეზიაში დანაშაულად არ ითვლება. ამის მიუხედავად, გეები ამ ქვეყანაში მუდმივად იდევნებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები