,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის ყველა ქალაქსა და რეგიონში საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს.
დღეს, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დმანისის მუნიციპალიტეტში საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გახსნეს. დღესვე კონფერენციები გაიმართება ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც, ასევე, კონფერენციის შედეგად საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.
,,დღეს ვიმყოფებით ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც დმანისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა. დღესვე, საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები გაიმართება ბოლნისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. ეს პროცესი დიდი ხანია, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყეთ. ჩვენ ყველა ქალაქსა თუ რაიონში ჩავდივართ, სადაც ვირჩევთ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს და ყრილობის დელეგატებს. ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციის კონფერენციები, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები