გიორგი კვირიკაშვილი: რომ მცოდნოდა, “მაესტროში” რაც ხდებოდა, შესაძლოა, თავი შემეკავებინა გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრისგან

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრის დროს “მაესტროში” შექმნილი ვითარების შესახებ არ იცოდა, თორემ აღნიშნული შეხვედრისგან თავს შეიკავებდა.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის თემა ტელევიზია არ ყოფილა. მისი თქმით, მათ გია გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მეგობრის შესახებ ისაუბრეს, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს “პრობლემები შეექმნა”.
“არავისთან არაფერი დასამალი არ მაქვს. საერთოდ არ მახასიათებს ტყუილი, მაქვს ტყუილის აუტანლობა. 23:00 საათზე შევხვდი. ამ სპეკულაციებზე აღარ შემიძლია უკვე პასუხების გაცემა. 23:00 საათი სამუშაო დრო, მე მგონი, არ არის და მქონდა საუბარი გიორგი გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მეგობრის თაობაზე, რომელსაც წინა ხელისუფლების პერიოდში რაღაც პრობლემები ჰქონდა. ეს იყო და ეს. პრინციპულად არ შევხვდი მეორე მხარეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ მე კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს შევხვდი. იმასაც ვიტყვი აბსოლუტურად გულახდილად, რომ საერთოდ არ ვიცოდი, ეს სიტუაცია თუ ხდებოდა “მაესტროში”, რომ მცოდნოდა, ალბათ, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი და შეიძლებოდა თავი შემეკავებინა შეხვედრისგან, ამხელა სპეკულაციები და მითქმა-მოთქმა რომ არ გამომეწვია. ამაზე მეტი სიმართლე რა გითხრათ, არ ვიცი”, – განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები