რა საკითხები განიხილა კახა კალაძემ “სოკარის“ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე “სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან გამართული შეხვედრის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.
კალაძის თქმით, „სოკარის“ პრეზიდენტთან გაზსაცავის მშენებლობის და “შაჰ – დენიზის“ საკითხები განიხილეს.
“ბაქოში “სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შევხვდი. საუბარი გაზსაცავზე გვქონდა, რომლის მშენებლობაც, ვფიქრობ, წელს დაიწყება და სამ წელიწადში დასრულდება. “შაჰ – დენიზზეც“ ვისაუბრეთ, რომ ბუნებრივი აირის დეფიციტი მათი დახმარებით შევავსოთ. ეს მხოლოდ “სოკარის“ გადასაწყვეტი არ არის, კონსორციუმში სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია ერთიანდება. მათ რამდენჯერმე ვთხოვეთ, ჩვენთვვის დამატებითი მოცულობის წამოღების შესაძლებლობა მოეცათ, თუმცა უარს ვიღებდით. ამჯერად მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში შევიდა“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე – „თუ შაჰ-დენიზიდან“ გაზის დამატებითი მოცულობის წამოღება მოხერხდება, “გაზპრომთან“ მოლაპარაკება“ დასრულდება თუ არა – კალაძე აცხადებს, რომ გაზის ის მოცულობა შეიძლება აღარ იყოს საჭირო, რაზეც დღეს არის საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები