“მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატო-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება”
მე რომ ასპირანტი ქვეყნიდან ვიყო, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატო-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.
“მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატო-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება. MAP-ი ნაბიჯია, მიზანი და ვიცი, რომ ამ მიზანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს”, – განაცხადა აპატურაიმ.
“მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატო-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება. MAP-ი ნაბიჯია, მიზანი და ვიცი, რომ ამ მიზანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს”, – განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია, როგორც ხელისუფლების, ასევეოპოზიციის პასუხისმგებლობა.
“თუ მთავრობას ყურადღება გამახვილებული აქვს იმპლემენტაციაზე, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს ის, ოპოზიცია ჩემი აზრით უნდა დაფიქრდეს რამდენად სასარგებლოა პროცესისთვის მთავრობას მოსთხოვონ MAP-ი და მერე განაცხადონ, რომ ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს MAP-ი. MAP-ი, რომელიც ვერ მიიღო ვერავინ და რომლის მიღებაც ახლა შეუძლებელია. მესმის შიდა პოლიტიკა და არ მინდა ამაში ძალიან ჩავერიო, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტი იმპლემენტაციაზე გააკეთოს, რადგან MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება. არ უნდა ვუყუროთ ამ საკითხს ბრმად და რატომ უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ ფეხბურთად”, – განაცხადა აპატურაიმ.