გიგლა აგულაშვილი „მწვანე გადაზიდვების“ იდეის ავტორებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „მწვანე გადაზიდვების“ ინოვაციურ მოდელზე იმსჯელეს. გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „მწვანე გადაზიდვების” იდეის ავტორებს შეხვდა. იდეა ტვირთის ტრანსპორტირების ახალ მოდელს გულისხმობს. სამუშაო შეხვედრაზე პროექტის განხორციელების გზები და სამომავლო დადებითი შედეგები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს რკინიგზის, ფინანსთა სამინისტროსა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.