ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს განიცდის

კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესმდივანი ალხას გაგულია სააგენტო „სპუტნიკთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტის მოგვარების ერთადერთი საშუალება რუსეთისგან მისი შეძენაა.
გაგულია ამბობს, რომ ენგურჰესი, საიდანაც აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო ელეტროენერგიას დაახლოებით თანაბრად იღებს, ოკუპირებული რეგიონის მოთხოვნილებებს ვერ უზრუნველყოფს.
„საქართველო არ არის მხოლოდ ენგურჰესზე დამოკიდებული. მას გენერაციის სხვა წყაროებიც აქვს. ჩვენ კი ზამთარშიც და ზაფხულშიც დენს მხოლოდ ამ ელექტროსადგურიდან ვიღებთ, რაც საკმარისი არ არის. თანაც ბოლო ორი ზამთარი არცთუ უხვთოვლიანი იყო და ამან ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე შეამცირა“, – აცხადებს გაგულია.
სწორედ ამის გამო, „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელის თქმით, დღეს აფხაზეთში ე.წ. მარაოსებური გათიშვები ფიქსირდება. გაგულია ამბობს, რომ ვითარების გამოსწორება მხოლოდ რუსეთისგან ელექტროენერგიის შეძენის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები