რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი – საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის ომის გამოძიება თავდაყირა დააყენა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომხდარი ამბები თავდაყირა დააყენა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა.
რუსულ მედიაში ამ დღეებში არაერთი სტატია გამოქვეყნდა, რომ საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს.
ორი დღის წინ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა საერთაშორისო სასამართლოს საკუთარი გამოძიების მასალები გადასცა 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს ოფიციალურად განაცხადა, რომ მან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები