„მაესტროს“ გენერალური დირექტორის პოსტის დაკავებას ლევან გაჩეჩილაძე ორშაბათიდან აპირებს

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად დასახელებული ლევან გაჩეჩილაძე უფლებამოსილების შესრულებას ორშაბათიდან აპირებს.
ადვოკატს იმედი აქვს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში ცვლილებას შეიტანს და გაჩეჩილაძეს არხის დირექტორად დაარეგისტრირებს.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის შენობა და ტექნიკა არხის ერთ-ერთ მეწილეს, მაკა ასათიანს ეკუთვნის, თუმცა, როგორც გია და ლევან გაჩეჩილაძეები ამბობენ, მათთვის შენობა პრობლემას არ წარმოადგენს და ირწმუნებიან, რომ არხი რეიტინგული გახდება. ისინი „მაესტროს“ ფორმატის შეცვლასაც გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე პოსტიდან გუშინ პარტნიორთა კრებაზე გადააყენეს, მის ნაცვლად კი ლევან გაჩეჩილაძე დაასახელეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბაია გადაბაძე აპროტესტებს და გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებს. ბაია გადაბაძე დღეს დიპლომატებს ხვდება, ასევე დაგეგმილია არხის თანამშრომლებისთვის სამოქმედო გეგმის გაცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები