ნინო გიორგობიანი: ავტომანქანა, რომლის კადრებიც გავრცელდა, სუს-ზე რეგისტრირებული არ არის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო გიორგობიანის თქმით, დღეს მედიით გავრცელებულ კადრებზე ასახული ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ეკუთვნის. ამის შესახებ გიორგობიანმა “კვირასთან“ განაცხადა.
გიორგობიანი განმარტავს, რომ არც ავტომობილში მსხდომი პირები არ არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
“აღნიშნული მანქანა, რომლის ფოტოებიც გავრცელდა, არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე რეგისტრირებული. არც აღნიშნული პირები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და, ზოგადად, ჩვენს სამსახურს ამ სერიით მანქანები არ ჰყავს. შესაბამისად, კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას“, – აცხადებს ნინო გიორგობიანი.
ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში მოთხოვნა დაარეგისტრირა, რომელშიც მოითხოვს, მისი თანხმობის გარეშე ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორად არავინ არ დაინიშნოს. რეესტრიდან გამოსულმა გადაბაძემ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ მას ჯიპის ტიპის შავი მანქანა დაჰყვება და, მისი თქმით, ესენი სუს-ის წარმომადგენლები არიან.