აგულაშვილი თოფაძის განცხადებაზე: ჯობს, რომ არ დავასხათ ცეცხლზე ნავთი

ჯობს, რომ არ დავასხათ ცეცხლზე ნავთი დამატებით და დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გოგი თოფაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
აგულაშვილის თქმით, კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ბოდიშს მოიხდიან თუ არ მოიხდიან.
„ეს არ არის ის მდინარე, რომელშიც უნდა შევიდე და ვისაუბრო ამ თემაზე, რადგან საკმაოდ ბევრი მოვისმინეთ, მათ შორის, საზოგადოების შეფასებაც და სხვადასხვა ფრაქციის თავმჯდომარეებისაც. ალბათ, დროა, საზოგადოებამ აქ დავსვათ წერტილი. კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ გადაწყვეტილებები, ბოდიშს მოიხდიან, თუ არ მოიხდიან. ჯობს, რომ არ დავასხათ ცეცხლს ნავთი დამატებით და დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ“, – განაცხადა აგულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში გუშინ გოგი თოფაძე წარდგა სიტყვით. მან განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა „ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა და ძალიან სამწუხაროა, თუ ის ასე აფასებს საქართველოს მოსახლეობას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები