გოგი თოფაძე: არ ვაპირებ განმარტების გაკეთებას, ხომ გასაგებად ვამბობ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გოგი თოფაძეს პრეზიდენტის მისამართით კრიტიკულ განცხადებაზე დამატებითი განმარტების გაკეთება არ სურს.
„კვირა“ დაინტერესდა, როდის და რა კონტექსტში შეადარა პრეზიდენტმა ქართველები “დაუნებს” და დეპუტატს განმარტების გასაკეთებლად დაუკავშირდა, რაზეც თოფაძემ კატეგორიული უარი განაცხადა.
„არ ვიძლევი ინტერვიუს, არ ვაპირებ განმარტების გაკეთებას, ხომ გასაგებად ვამბობ“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას თოფაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. აღნიშნული ბრალდება დეპუტატმა პრეზიდენტს იმ დროს წაუყენა, როდესაც იგი დეპუტატებს ტრიბუნიდან უსმენდა.
„ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა სიტყვა და ბგერა ანალიზდება“,-განაცხადა დეპუტატმა პრეზიდენტის მისამართით. თოფაძის ბრალდებას პრეზიდენტმა გაკვირვებული ჟესტით უპასუხა.