გიორგი მარგველაშვილს საქართველოში საბერძნეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ცერემონიის დასრულების შემდეგ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობას. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა გეორგიოს ხაძიმიხელაკისს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები