თეა წულუკიანი: რუსეთმა რომც არ მიიღოს ამ გამოძიებაში მონაწილეობა, არ გაგვიჭირდება მტკიცებულებებში
რუსეთმა რომც არ მიიღოს ამ გამოძიებაში მონაწილეობა, არ გაგვიჭირდება მტკიცებულებებში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, მთავარ პროკურატურასთან ერთად ტიტანური შრომა ჩაატარა, იმისთვის, რომ ბენსუდას ოფისის მხრიდან დამდგარიყო ის შედეგი, რაც დადგა.
„ერთადერთი გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, არის ბენსუდას ოფისთან თანამშრომლობა. რუსეთმა რომც არ მიიღოს ამ გამოძიებაში მონაწილეობა, არ გაგვიჭირდება მტკიცებულებებში. რაც შეხება, მაგალითად, ქართველთა ეთნიკურ წმენდას, იუსტიციის სამინისტრომ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ტიტანური შრომა ჩაატარა იმისთვის, რომ ბენსუდას ოფისის მხრიდან დამდგარიყო ის შედეგი, რაც დადგა.
ჩვენ გზა გაგვეხსნა, რომ პროკურორ ბენსუდასთან ერთად გამოძიება ბოლომდე მივიყვანოთ, ამას შესაძლოა, თვეები ან წლები დასჭირდეს, მაგრამ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ვინც არ უნდა იყოს მომავალში იუსტიციის მინისტრი, მჯერა, რომ ჩემს და მთავრობის კურსს გააგრძელებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.