პრემიერი აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდასა და მათ მაქსიმალურ დაჩქარებაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივიწარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპეტივებს და ახალი საპენსიო სისტემის დანერგვის გზებს.  იეშიმ ელჰან-კაიალარის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკი გააძლიერებსსაქართველოსადმი მხარდაჭერას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და რეგიონული კავშირებისგაძლიერების მიზნით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები