თეა წულუკიანი: ვერცერთი მოსამართლე ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას იცნობს, ან აკონტროლებს

ჩემდამი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მოსამართლე რომ აიღოთ, ეს გახლავთ თბილისის სასამართლოს თავმჯდომარე, მანაც კი თქვა, რომ არცერთი მოსამართლე იუსტიციის მინისტრის მხრიდან არ კონტროლდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონფერენციაზე – “სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები” განაცხადა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ არცერთი მოსამართლე იუსტიციის მხრიდან არ კონტროლდება, დიდი მიღწევაა.
“ვერცერთი მოსამართლე საქართველოში ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას იცნობს, ან აკონტროლებს. ჩემდამი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მოსამართლე რომ აიღოთ, ეს გახლავთ თბილისის სასამართლოს თავმჯდომარე, მანაც კი თქვა, რომ არცერთი მოსამართლე იუსტიციის მინისტრის მხრიდან არ კონტროლდება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, მაგრამ ეს არ კმარა. ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ რეფორმების გზით, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები