ლევან მურუსიძე: უნდა დამთავრდეს სასამართლოს ლანძღვა

პირველი და მთავარი არის ის, რომ უნდა დამთავრდეს სასამართლოს ლანძღვა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა. მისი თქმით, რა კანონსაც მიიღებს პარლამენტი, იმ კანონის საფუძველზე იმუშავებენ მოსამართლეები.
“კანონები ხომ პარლამენტის მისაღებია, ჩვენ – მოსამართლეები უბრალოდ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს. რა კანონსაც მიიღებს პარლამენტი, იმ კანონის საფუძველზე ვიმუშავებთ მოსამართლეები. ამიტომ პირველი და მთავარი არის ის, რომ უნდა დამთავრდეს სასამართლოს ლანძღვა, კრიტიკა. გასაგებია, მაგრამ უნდა დავილაპარაკოთ. იდეალური არაფერია, მაგრამ როგორ უნდა შევიტანოთ საბჭოს მუშაობაში კორექტივები, თუ ვერ დავილაპარაკეთ,“ – აცხადებს ლევან მურუსიძე.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, სასტუმრო “რედისონში” არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა უნდა დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები