თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის ანგარიშზე: ახირება კი არ მაქვს, შევაქებ კიდეც, თუ კარგ რაღაცებს იტყვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თამაზ მეჭიაურს საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლის წინასწარ შეფასება უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ თუ მისი ანგარიში მოეწონება, შეაქებს კიდეც.
„ჯერ მოვისმინო ანგარიში, თუ საინტერესო და მისაღები იქნება, მე ახირება კი არ მაქვს. შევაქებ კიდეც, თუ კარგ რაღაცებს იტყვის. მე ხომ არ ვუკარნახებ, ვაითუ მაგან გაითვალისწინოს და ზემოქმედებად ჩამითვლიან მერე“,-განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით 3 თებერვალს წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები