გიორგი კვირიკაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები: ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ვარშავის სამიტი, საჯარო სამსახურის სფერო და სტრატეგიული კომუნიკაციები იყო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. პრემიერმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უახლოესი მომავლის გეგმებიც გააცნო. შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კრისტინა ბალეიშიტე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები