დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს გაეროს მხრიდან ანტი ტურუნენს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჟენევის მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდების შედეგები და 23 მარტს დაგეგმილი, რიგით 35-ე რაუნდის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ძირითადი საკითხების კონსტრუქციული, არაპოლიტიზებული განხილვისა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. მხარეებმა ხაზგასმით აღინიშნეს გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენის მნიშვნელობა, ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის მზადყოფნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები