უსუფაშვილი პედრო აგრამუნტის განცხადებაზე: მაღალი თანამდებობის პირებიც ცდებიან ხოლმე, მათ შორის ევროპაშიც
გიგი უგულავას პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალიან მაღალი თანამდებობის პირებიც ცდებიან ხოლმე, მათ შორის ევროპაშიც.
„მე ამას ვაფასებ, როგორც ბატონი პრეზიდენტის ძალიან მძიმე შეცდომას და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალი თანამდებობის პირებიც ცდებიან ხოლმე, მათ შორის ევროპაშიც“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.