დავით უსუფაშვილი: მე თვითონ არ წავალ ამ თანამდებობიდან, ვიჯდები და ვიჯდები
“ამ ვალის გასტუმრების გარეშე მე თვითონ არ წავალ ამ თანამდებობიდან, ვიჯდები და ვიჯდები“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში ანგარიშით გამოსვლის საკითხზე დასმულ კითხვას.
დავით უსუფაშვილის განმარტებით, ანგარიშს კანონმდებლები მაშინ მოისმენენ, როდესაც პარლამენტი და ეროვნული ბანკი ერთმანეთთან შეჯერდება.
„ამ ვალის გასტუმრების გარეშე მე თვითონ არ წავალ ამ თანამდებობიდან, ვიჯდები და ვიჯდები. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ეროვნული ბანკის ანგარიში, შარშან ამ დროს რომ ამოწურვოდა ქადაგიძეს ვადა, ამის გამო ანგარიშს აღარ მოვისმენდით მერე? ჩვენ ბანკის ანგარიში გვაქვს მოსასმენი, ეს უკავშირდება არა ქადაგიძის თუ ვინმე სხვა გვარს, არამედ იმას, როდის მოხდება ამ საკითხის განხილვა პარლამენტში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.