ხვალ ბეთანიაში სათხილამურო ტურნირი გაიმართება

ბეთანიაში საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სათხილამურო ტურნირი გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 15:00 საათზე, სწრაფ დაშვებაში ერთმანეთს საბურთალოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეეჯიბრებიან.
მათივე თქმით, სამ საპრიზო ადგილზე გამარჯვებულებს, გოგონებისა და ვაჟების კატეგორიაში საქართველოს სათხილამურო ფედერაციიდან მოწვეული მსაჯი გამოავლენს. საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტებს თასები, მედლები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ.
საბურთალოს რაიონის გამგეობა სათხილამურო სპორტის მოყვარულებს ღონისძიებაზე იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები