დავით უსუფაშვილი: უშიშროების საბჭოს მუშაობა მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოება და უშიშროება არის პირველი ამოცანა. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს მუშაობა არის მნიშვნელოვანი.
“მე მგონი, ქვეყანას სჭირდება გაფრთხილება, ქვეყნის უსაფრთხოება და უშიშროება არის ნომერ პირველი ამოცანა. ამიტომ უშიშროების საბჭოს მუშაობა არის მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში გადასაყვანი”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
როგორც “კვირას“ უშიშროების საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის; 2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები