„პირველად ხდება, რომ საქართველო დაპატიჟებულია ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე”

თებერვლის მინისტერიალი, სხვათა შორის, საინტერესოა იმიტომ, რომ პირველად მოხდება, როდესაც საქართველო დაპატიჟებულია ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ოფიციალური ფორმატი, სადაც არასოდეს მიწვეული არ ვყოფილვართ, არცერთი არაწევრი ქვეყანა მიწვეული არ ყოფილა.
“თებერვლის მინისტერიალი, სხვათა შორის, საინტერესოა იმიტომ, რომ პირველად მოხდება, როდესაც საქართველო დაპატიჟებულია ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე. ეს არის ერთ-ერთი ოფიციალური ფორმატი, სადაც ჩვენ არასოდეს მიწვეული არ ვყოფილვართ, არცერთი არაწევრი ქვეყანა მიწვეული არ ყოფილა. ეს არის ერთ-ერთი ჟესტი იმის, რომ კლუბის წევრი ხარ, მათიანი ხარ და ასეთ არაფორმალურ ღონისძიებებზეც კი, სადაც ძირითადი საკითხები თანხმდება, უკვე მოგვცეს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღოთ. ბევრი ასეთი რამ ხდება ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, რომელიც შეიძლება, ერთი შეხედვით პატარა და უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ მუდმივმოქმედ რეჟიმში ადასტურებს იმას, რომ მათიანი ხარ და ის პარტნიორი ხარ, რომელსაც შიდა დისკუსიებშიც კი აღებინებენ მონაწილეობას. პრაქტიკულად ყველა მინისტერიალზე ტარდება ნატო-საქართველოს კომისის სხდომა. ადრე ამას ჩვენ ვითხოვდით ხოლმე და ვიბრძოდით ამისთვის, ახლა მათი შემოთავაზებით ტარდება და იენს სტოლტენბერგის გუშინდელი განცხადებებიც, მე ვფიქრობ, საკმაოდ ამომწურავი იყო დამოკიდებულებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ხიდაშელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები