„ოქროს საჭე 2015“-ის საავტომობილო „ოსკარი“ კულმინაციას უახლოვდება

29 იანვარს, 12:00 საათზე, GM ტუნინგის სერვისცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც დაანონსდება „ოქროს საჭე 2015“-ის კონკურსი, რომლის მიზანს საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა წარმოადგენს.
მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო კონკურსს ჟურნალი „აუტო ბილდი“ 2009 წლიდან ატარებს, საავტომობილო „ოსკარს“ წელს პრემიუმ-კლასის ბრენდი, ავტოტუნინგის კომპანია „GM ტუნინგი“ წარმოგიდგენთ. პროექტის პარტნიორი საქართველოში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომია.
„ოქროს საჭე 2015“-ში მონაწილეობას იღებენ საუკეთესო ავტომობილები 6 კლასში. გამარჯვებულები ვებგვერდზე: www.autobild.ge ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდებიან და თებერვლის ბოლოს საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოვდებიან.
პრესკონფერენციას პროექტის ორგანიზატორები, ავტოსფეროში მოღვაწე ადამიანები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
GM ტუნინგი 2015 წელს დაარსდა და წარმოადგენს „ჯორჯიან მოტორსის“ პრემიუმ-კლასის ბრენდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, შესრულების სიზუსტითა და კვალიფიციური კადრებით. დაარსებიდან დღემდე , კომპანია ტუნინგის სერვისით 100-მდე ავტომობილს მოემსახურა. ტუნინგი ხორციელდება გერმანული და იტალიური, სპეციალური საავტომობილო მასალების გამოყენებით, რომელიც გამოცდილია მსოფლიოში წამყვანი ტუნინგ-კომპანიების მიერ. GM ტუნინგი მანქანის ინტერიერისა და ექსტერიერის სრულყოფისთვის შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები