17:00 საათის მდგომარეობით, გარდაბანში ამომრჩეველთა აქტივობამ 26,2% შეადგინა

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 17:00 საათის მდგომარეობით მიაწოდა ინფორმაცია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში 18, 813-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (71,847) 26, 2%-ია.
„საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დღის განმავლობაში მხოლოდ პროცედურული სახის ხარვეზები დაფიქსირდა. ამ დროისთვის უბნებზე სულ 18 საჩივარია და მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხება. ერთი საჩივარია შესული გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ასევე პროცედურული სახის დარღვევაზე,“ – აღნიშნა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი 20:30 საათზე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები