პრემიერი ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დაწყებას დადებითად აფასებს
„ძალიან კარგია, რომ ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესი დაიწყო“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის საშუალება იმისა, რომ საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დაგროვილი მასალების სასამართლოსთვის წარდგენა მოხდეს.
„ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ ყველა ის მასალა, რომელიც დაგროვილი გვაქვს საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად, წარვუდგინოთ სასამართლოს და, რა თქმა უნდა მაქსიმალურად დავიცვათ საქართველოს ინტერესები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.