მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პრიიტ ტურკს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები.

საუბარი შეეხო მიმდინარე წლის თებერვალში ესტონეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დეტალებს, რომლის ფარგლებში გაიმართება ასევე ბიზნესფორუმი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს მრავალ სფეროში თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი. განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

ესტონეთის ელჩის განცხადებით, ესტონეთის ბიზნესწრეებში გაზრდილია ინტერესი საქართველოსთან ბიზნესკონტაქტების გაღრმავების მიმართულებით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. აღინიშნა ამ პროცესში ეფექტური კომუნიკაციის წარმოების მნიშვნელობა, რათა სრულად წარმოჩინდეს ის კონკრეტული შედეგები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს. ხაზი გაესვა ეფექტური კომუნიკაციის პროცესში მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობას. ელჩმა მინისტრს გააცნო, ამ მიმართულებით, ესტონეთის საელჩოს მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაწეული საქმიანობა და შემდგომში აქტიური ჩართულობის მზადყოფნის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები