ვახტანგ ძაბირაძე უშიშროების საბჭოზე პრემიერის დასწრების შესახებ: ეს საკმაოდ სწორი და უჩვეულო ნაბიჯია

„საკმაოდ სწორი და უჩვეულო ნაბიჯი“, – ასე შეაფასა ექსპერტმა, „რესპუბლიკური პარტიის წევრმა ვახტანგ ძაბირაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრემიერის გადაწყვეტილება, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, წლების განმავლობაში, როცა საბჭოს სხდომას პრემიერი და საბჭოს სხვა წევრები არ ესწრებოდნენ, ეს როგორც პრემიერის, ისე პრეზიდენტის ინსტიტუტს აზიანებდა.
მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება საბჭოზე დასწრებასთან დაკავშირებით კოალიციის პოლიტიკურ საბჭოშია მიღებული. ძაბირაძის ვარაუდით, აღნიშნული გადაწყვეტილება ივანიშვილთანაც შეთანხმებული იქნება.
„უშიშროების საბჭოს პრემიერ-მინისტრი და, მასთან ერთად, საბჭოს თითქმის მთელი შემადგენლობა დაესწრება. ბოლო 4 წლის განმავლობაში საბჭო თითქმის სრული შემადგენლობით პირველად იკრიბება, მას ვერ დაესწრება თედო ჯაფარიძე.
კარგია, რომ ამას მივაღწიეთ. ჯერჯერობით კანონმდებლობის მიხედვით, უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტთან და გაწერილია, ვინ უნდა ესწრებოდეს. ის, რაც აქამდე კეთდებოდა, აზიანებდა როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერის ინსტიტუტს. ეს საზოგადოებისთვისაც ცუდად ჩანდა. საკმაოდ სწორი და უჩვეულო ნაბიჯია. თუკი ეს, რა თქმა უნდა, არჩევნებს არ უკავშირდება და არჩევნების წინ არ ხდება ურთიერთობის დათბობა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია კოალიციის პოლიტიკურ საბჭოში, ეს შეთანხმებული იქნება ივანიშვილთანაც“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და მასზე მთავრობის დასწრების საკითხს, ძაბირაძის განცხადებით, აქ უშიშროების საბჭოსგან განსხვავებით, სხვაობა ისაა, რომ საბჭოს შემთხვევაში ყველაფერი კონსტიტუციითა გაწერილი და წევრების შემადგენლობაც, ვინც უნდა ესწრებოდეს, დაფიქსირებულია.

„ პრეზიდენტის გამოსვლა არ არის რეგლამენტირებული და არ არის აუცილებელი, მთავრობა იქ იყოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთავრობისთვის საინტერესო უნდა იყოს, რა საკითხებზე აკეთებს აქცენტს და როგორ აფასებს მოვლენებს პრეზიდენტი“,- აღნიშნა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები