ნოდარ ჯავახიშვილმა კახეთში საავტომობილო გზები მოინახულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, უამინდობასა და დიდთოვლობასთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრმა კახეთის რეგიონის ცენტრალური საავტომობილო გზების ყველა ის მონაკვეთი მოინახულა, სადაც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვებით მოქმედებდა (მათ შორის ვაზიანი-გომბორი-თელავის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზები). ამჟამად კახეთის რეგიონში, ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია, გზა გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფალია ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები